75 წლის ქალი , რომელიც დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავდა, ღუდუშაურის კლინიკაშია შეყვანილი. აფექების შედეგად ყველაზე რთულია 21 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც 35 % -იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის შოკურ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია. სტაბილურია 7 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ერთი პაციენტია მოთავსებული მიხაილოვის კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ ბინა სადაც აფეთქება მოხდა, ქირავდებოდა და ის დამქირავებლებმა გუშინ დატოვეს.