თბილისში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ჩაჭრეს

თბილისში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ჩაჭრეს

2019 წლის მარტის თვეში, კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, რომლებშიც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

"კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის,"- წერია განცხადებაში,

მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში ( 585); ჩუღურეთსა ( 430 ) და სანზონაში ( 332) ჩაიხსნა. რაიონების მიხედვით მარტის თვის სტატისტიკა ასეთია:

სამგორში - 585

ჩუღურეთში - 430

სანზონაში - 332

ისანი - 287

ნაძალადევი - 284

გლდანი - 231

მთაწმინდა - 194

კრწანისი - 165

ვაზისუბანი - 145

ვაკე - 96

დიდუბე - 58

ნუცუბიძე - 49

წყნეთი - 34

დიღომი - 25.