საქართველოში თბილი ამინდების პერიოდი დაიწყო, ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში თბილი ამინდების პერიოდი დაიწყო, ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს.

7-9 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა 7 აპრილიდან +21,+26 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 7 აპრილიდან მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებშიც უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +19, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება.