სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ უწყებებში გაგზავნილ წერილს ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში აკრედიტებულ დიპლომატებს საელჩოების შენობებში მისი სურათის დაკიდებას სთხოვს.
"ისწავლეთ წესები" – უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ქვეყნის პირველ პირს კითხვით მიმართა: მისი მოთხოვნა არის თუ არა, რომ დიპლომატიურ უწყებებში მისი პორტრეტი დაიკიდოს.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ლურჯი პიჯაკი ქართული ოცნების პარტიულ ფერთან კავშირში არ არის და არაფერი იციან იმის შესახებ, რა მითითება გაგზავნა ზალკალიანის უწყებამ, ფოტოსთან ერთად, ქართულ დიპლომატიურ უწყებებში.
"რუსთავის 2"-ის ინფორმაციით, ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა დიპლომატიური მისიების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფითი შეფასებები საელჩოების არასათანადო მუშაობის შედეგია.