ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას ხომ არ იგეგმება სხვა ინვესტორის შემოყვანა და კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა. გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს მიჰყვება.
„ანაკლიაზე არაერთხელ მითქვამს, რომ არ არის არანაირი გეგმა ხელშეკრულების მოშლის. მივყვებით იმ პირობებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ჩვენ დავდეთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.