საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

პირველად რეგიონში, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.

უკვე ცნობილია, რომ ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება:

"მინდა, დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, კომპანია ჩანგანმა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ, ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში",-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, ქარხანა 40 000 ავტომობილს გამოუშვებს, რომელთაგან 50% იქნება შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი, ხოლო 20 000 ავტომობილი გავა ექსპორტზე ევროკავშირში.

"ელექტრომობილები საქართველოში წარმოებული წარწერით "made in Georgia"იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან. 4 მოდელის ელექტროავტომილებს დავამზადებთ და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

thrgg@yahoo.com აი ეს არის საქმე და არა პარლამენტის ქუთაისში გადატანა!!!
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com ამ მასშტაბის წარმოება უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის და ქუთაისლებსაც ეშველება და ქვეყანასაც!!! ღმერთმა გაგიმარჯოთ ასეთი საქმეებისათვის!!!
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com თან პრესტიჟის საკითხიც რომ არის...
6 წლის უკან