მომზადების დრო: 90 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
ნიორი - 2-3 კბილი
მუქი ლუდი - 500 მლ
ჩილი წიწაკა - 1/2
ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
საქონლის ხორცი - 500 გ
ძირა - 1/2 ჩ.კ
ტომატ-პასტა - 3 ს.კ
მარილი
მომზადების წესები
ხორცი დაჭერით კუბებად, ხახვი და წიწაკა ნახევარ-რგოლებად, ჩილი წიწაკა და ნიორი წვრილად.
ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. დაამატეთ ძირა, მარილი და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში. დაამატეთ ტომატ-პასტა, დაასხით ლუდი, დააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 1-1.5 საათი, სანამ ხორცი არ დარბილდება და სოუსი არ შესქელდება. ბოლო 15 წუთში მოაცილეთ ფოლგა.
საბოლოოდ მიიღებთ წვნიან , რბილ ხორცს არომატულ სოუსში.