ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ირანში სტიქიური უბედურებისას დაღუპულთა რიცხვმა 70-ს გადააჭარბა. 5 აპრილს სულ მცირე 60 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანში დღეს კვლავ უხვი ნალექია მოსალოდნელი.

წყალდიდობამ ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ქაოსი შექმნა. სტიქიური უბედურების გამო 70 სოფლიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

ირანში წყალდიდობა სეზონურ წვიმას მოჰყვა. ქვეყანა სტიქიურ უბედურებას 25 მარტიდან ებრძვის. უხვი ნალექი ირანში წელს პირველად 19 მარტს მოვიდა, რამაც 1,900 ქალაქს მიაყენა ზიანი.