ჟურნალისტის მკვლელობისთვის სერბი ჯაშუშები დააპატიმრეს

ჟურნალისტის მკვლელობისთვის სერბი ჯაშუშები დააპატიმრეს

ჟურნალისტ სლავკო ცურავიას მკვლელობის საქმეზე ოთხი ყოფილი სერბი ჯაშუში დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

ბელგრადის სასამართლომ ორ დაკავებულს 30, ხოლო დანარჩენ ორს 20 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცურუვია სერბეთის მთავრობის ლიდერს სლობოდან მილოსევიჩს ხშირად აკრიტიკებდა. მას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 1999 წელს ესროლეს.

როგორც მედიის თავისუფლების ჯგუფმა ჟურნალისტების საზღვრებს გარეშე განაცხადა ეს პირველი შემთხვევაა ბოლო პერიოდში, როდესაც ჟურნალისტის მკვლელობისთვის დამნაშავე დააკავეს.

სასამართლოს ვერდიქტში ნათქვამია, რომ მკვლელობა „უცნობმა პირმა“ შეუკვეთა. წარსულში ჟურნალისტის ოჯახი მილოსევიჩს ადანაშაულებდა, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა.