გახარია რუსეთში მიდის

გახარია რუსეთში მიდის

შსს-ს გენინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე შს მინისტრი გიორგი გახარია შანტაჟში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში ვარლამ ხათრიძე წერს, რომ გახარიამ უახლოეს მომავალში შეიძლება საქართველო დატოვოს.

„შს მინისტრი (ჯერჯერობით) გახარია რამოდენიმე დღის წინ დამაჯერებელი სახით (მას ჰგონია ესე) გვიმტკიცებდა, რომ პრემიერ მინისტრობისაკენ არ მიისწრაფის, არც უნდა და არც მიზანი არ აქვს. არადა მისი უახლოესი გარემოცვა სულ ცოტახნით ადრე დეტალურად მიყვებოდა, რომ არათუ მიზანი ჰქონდა არამედ დამსახურებულადაც მიიჩნევდა თავს პრემიერად... ვციტირებ "თუ არ დააფასებდნენ საერთოდ წავიდოდა ქვეყნიდან და თავის საქმეს მიხედავდა" (მგონი რუსეთში)... მნიშვნელოვან კითხვებს, რომ გაურბის და პასუხს ვერ სცემს ამის მიზეზი სწორედ ისაა, რითაც ცდილობს თავის გამოყვანას, რომ არ აინტერესებს, რომ თავის გუნდით ვითომდა საქმეს აკეთებს და მიზნისკენ მიისწრაფის... უკაცრავად და არ აინტერესებს რას ნიშნავს? ეს პასუხია და ყველა ხერხით მიზნისკენ სწრაფვა მოსულაა მისთვის...? რომელი მიზნისკენ და რომელი გუნდით? ნაცზონდერებიით, რომლებიც წარსულში სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებთან, რომ არიან კავშირში და ჰგონიათ "ჩაფარცხეს" და ამით განიწმინდნენ... რაც მან და მისმა გუნდა ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ განახორციელა (იკადრა), იმის შემდეგ არც ხაზარაძის წერილის ავთენტურობა გამიკვირდება და არც სხვა მისი საქმენი საგმირონი რომლებსაც არაერთი ედავება ერი თუ ბერი და პასუხსაც დამაჯერებელს ვერ სცემს გარდა იმისა, რომ არ აინტერესებს. ეს პასუხი კი თავხედობის ზენიტში მყოფი საჯარო მოხელის პასუხი რომაა, ალბათ შემომდავებლები უმცირესობაში აღმოჩნდებით. თუმცა ასეთები მალე, რომ ასრულებენ (თან ცუდად) ეგეც ნანახი გვაქვს... წერტილის დრო ახლოვდება...“,- წერს სოციალურ ქსელში ვარლამ ხათრიძე.