მოსამართლეთა „კლანის“ წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ - CRRC-ის კვლევა

მოსამართლეთა „კლანის“ წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ - CRRC-ის კვლევა

გამოკითხული მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50% ფიქრობს, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კლევაში. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - „კლანი“ არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა „კლანი“ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა „კლანის“ წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დიდი უმრავლესობის 83%-ის აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. იმ პირობებში, როდესაც სასამართლი სისტემის მიმართ ნდობა დაბალია, მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41 პროცენტის აზრით, ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში. კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.