იქნება თუ არა ღარიბაშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში

იქნება თუ არა ღარიბაშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კადრების მოძიების პროცესში მთელი პოლიტსაბჭოა ჩართული, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილიც.

კობახიძე ამბობს, რომ განახლება ყველა პარტიას სჭირდება

"ერთად ვმუშაობთ სიის განახლებაზე და შესაბამის ცვლილებებს საზოგადოება იხილავს. განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ჩვენც განახლებული გუნდით შევხვდებით ყველა შემდეგ არჩევნებს. ჯერ ახლა დაიწყო განახლება და რა მასშტაბით განხორციელდება, ეს ჯერ არ ვიცით. ზოგადად შეიძლება თქმა, რომ დღეს გუნდის თითოეული წევრი არის ღირებული, ამასთან ერთად განახლებაც მნიშვნელოვანია, რამდენად მასშტაბური იქნება ამას გვიჩვენებს ანალიზი, რომელიც განხორციელდება. სია ჯერ არ არის შედგენილი და არც მუშაობა დაიწყება. ამაზე მუშაობა მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაიწყება", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა სიაში ირაკლი ღარიბაშვილის მოხვედრაზე და აღნიშნა, რომ ეს თავად ღარიბაშვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება უშუალოდ სიის პირველ ნომრებს, კობახიძის თქმით, ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა.

„იქნება თუ არა პირველ ათეულში, ეს თვითონ ირაკლიზეც არის დამოკიდებული, როგორი ხედვა აქვს პოლიტიკაში, როგორ, რა მიმართულებით ესახება თავისი პოლიტიკური მომავალი. ამაზე მსჯელობისთვის საკმარისი დრო გვაქვს შემდეგი წელიწადნახევარი და რა თქმა უნდა, ირაკლისთან კონსულტაციების საფუძველზე ყველაფერზე შევჯერდებით", -განაცხადა კობახიძემ.