ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა

ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა

ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მოამბეში” პირდაპირიჩართვისას განაცხადა.

განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა პრემიერმა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიასი ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს არის გამორჩეული დღე,როდესაც მთავრობამ ინიცირება გაუკეთა აღნიშნული გადაწყვეტილების საკანონმდებლო დონეზე გამყარებას.

“ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა, მათ შორის ჩვენს გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთსაკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, არსებული და მომავალი მთავრობები ვალდებული იქნებიან, მშპ-ის 6%, ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იყოს მიმართული განათლებაზე, მომავალთაობაზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ჩვენი ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, მომდევნო ათწლეუულებისგანმავლობაში ყველა ხელისუფლება იქნება ვალდებული, ბიუჯეტის მოთხედი მუდმივად მიმართოს განათლებაზე”,- აღნიშნა პრემიერმა.