ტემპერატურა უახლოეს დღეებში +26 გრადუსს მიაღწევს, თბილისში +22 გრადუსი იქნება

ტემპერატურა უახლოეს დღეებში +26 გრადუსს მიაღწევს, თბილისში +22 გრადუსი იქნება

საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უახლოეს დღეებში ტემპერატურა +20. +23 გრადუსი იქნება, თუმცა ზოგიერთ რაიონში ნალექი მოვა წვიმის სახით. მთიან რაიონებში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

დასავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +22, +26 გრადუსამდე მოიმატებს. მოსალოდნელია მცირე წვიმა. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც მცირე წვიმა და თოვლჭყაპი იქნება.

თბილისში ტემპერატურა უახლოეს დღეებში +22 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, 6 აპრილს, შაბათს, საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია წვიმა.