ბარსელონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე სპეცოპერაციის შესახებ უყვება. დიანა ციხისთავის ინფორმაციით, მიტოვებულ შენობაში, სადაც ოპერაცია ჩატარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ.
„მოქალაქეები, ბავშვებიც, თავს აფარებენ ამ სკოლის შენობას, რომელიც იყო ალყაშემორტყმული, დაახლოებით, 200-300 სპეცრაზმელის მიერ. აქ იყო უზარმაზარი არმია პოლიციელების, გარეთ ვინც იყო გამოსული, შიგნით არ უშვებდნენ, შიგნით ვინც იყო, გარეთ არ უშვებდნენ. ჩამოართვეს ტელეფონები, არაფრის უფლებას არ აძლევდნენ, არც დარეკვის, არც ფოტოების გადაღების, არც ვიდეოს გადაღების, არსად არ არეკინებდნენ, არ არსებობდა იქ არანაირი თარჯიმანი.
ბევრი ადამიანია გადაყვანილი სადეპორტოში. ჩემი ცნობით, იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ ეს ოპერაცია ჩატარდა ქართველების ასაყვანად. ეს არის მიტოვებული სკოლის შენობა, რომელშიც შეჭრილი არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვისაც არ აქვს სახლი და ქუჩაში, რომ არ დაიძინონ, იქ არიან შეფარებულები,“ - განაცხადა ბარსელონაში მცხოვრებმა.
ქართველთა თავშესაფარი სინაის ქუჩაზე 300-მდე სპეცრაზმელმა შტურმით აიღო.