ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო სამართალდამცავმა უწყებამ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ კუტოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია იუწყება, 65 წლის ნადეჟდა ვოუბას ავტომობილის აფეთქებისთვის, მისი შვილი 24 წლის დაურ ვოუბა დააკავეს. მან გამომძიებლებს აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა. სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაურ ვოუბა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეში იყო.
ცნობისთვის, 2 აპრილს დილით ვოუბების ეზოში დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა. ქალი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხი მოკვეთეს.