სკანდალში გახვეულმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა. ინფორმაცია მედიას მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ გაავრცელა. უფლებადამცველი ამბობს, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი მადრიდში წავიდა, რადგან დედის ავადმყოფობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, ფიზიკური ძალადობაში, ფსიქოლოგიურტერორში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს მიღებული, 2014 წლით არის დათარიღებული.
დედოფალი ამ საქმეზე ორჯერ დაიკითხა. გამოძიება კი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.