"ბიზნესები ჩავუჩეხე... ვოლსკები და ტრიპოლსკები დამიპირისპირდნენ"

"ტვ პირველი" ფარული აუდიოჩანაწერის კიდევ ერთ ნაწილს ასაჯაროებს, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე საუბრობს.

აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ხაბაძე, მეორე პირს ესაუბრება და იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც მისი თანამდებობა შეიწირა. ხაბაძე კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, მან "ჩაუჩეხა".

ჩანაწერში ისმის "ქართული ოცნების" დეპუტატების - გია ვოლსკისა და ირაკლი ტრიპოლსკის გვარები.