ალჟირის პრეზიდენტი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

ალჟირის პრეზიდენტი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამებობიდან გადადგა. მის გადადგომას წინ რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბუტეფლიკა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მეხუთე ვადით აპირებდა პრეზიდენტად კენჭის ყრას, თუმცა ამას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის გამოც ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა.

1 აპრილს ბუტეფლიკამ ალჟირის ახალი დროებითი მთავრობის ფორმირება დაასრულა და მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.