მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შესაძლოა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ადამიანების პირად ცხოვრებას იღებდნენ ფარულად, თუმცა მათ დროს ეს არ გამოქვეყნებულა. მისივე თქმით, არ იცის თუ ვინ იღებდა ასეთ კადრებს. კითხვაზე, რას მოიმოქმედებდა რომ გაეგო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების გადაღების შესახებ, სააკაშვილი პასუხობს, რომ ის თავს მოაჭრიდა ამის გამკეთებელს.