ინგრედიენტები
ლავაში - 3 ცალი
ნებისმიერი ხორცის ფარში - 800 გ
ყველი (მაგარი სახეობის) - 300 გ
კვერცხი - 2 ცალი
ნაღები (20%-იანი) - 150 მლ
მარილი და პილპილი - გემოივნებით
მომზადების წესები
პირველ რიგში,ფარში მოთუშეთ მცენარეულ ზეთში.
ყველი გახეხეთ წვრილად. აიღეთ ღრმა თასი, ადღვიბეთ კვერცხი ნაღებთან,მარილთან და პილპილთან ერთად. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი...
გაშალეთ ლავაში, მოათავსეთ მასზე ფარში,ზემოდან ყველი, დაახვიეთ მრგვალად და დადეთ საცხობი ფორმის ცენტრში. იმავეს ვაკეთებთ დანარჩენი ორი ფენის შემთხვევაშიც.
მოასხით ღვეზელს კვერცხიანი მასა და მოაყარეთ ყველი.
გამოაცხვეთ ღვეზელი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზ, 20 წუთის განმავლობაში.