ჯო ბაიდენს ქალი ცხვირზე ცხვირის მიდებაში ადანაშაულებს

ჯო ბაიდენს ქალი ცხვირზე ცხვირის მიდებაში ადანაშაულებს

აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქალის უხამს შეხებაში ადანაშაულებენ. ეს არის რიგით მეორე შემთხვევა, როდესაც ბაიდენს მსგავს ქმედებებში სდებენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრალმდებელი ამერიკელი  ემი ლაპოსია, რომელიც ამბობს, რომ ბაიდენმა 10 წლის წინ მას ორივე ხელი სახეზე მოჰკიდა და ცხვირზე ცხვირი მიადო.

30 მარტს, ნევადის შტატის ასამბლეის ყოფილმა წევრმა ლუსი ფლორესმა, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი არასასურველ შეხებაში და 2014 წელს საარჩევნო კამპანიის დროს იძულებით კოცნაში დაადანაშაულა.

76 წლის პოლიტიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს.