რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ნატალია ფილევა, რომელიც რუსულ ავიაბაზარზე „აეროფლოტის“ შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია S7-ის თანამფლობელი იყო, კერძო თვითვმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ავიაკატასტროფა გერმანიაში, ეგელსბახისა აეროპორტში დაშვების დროს მოხდა. ბორტზე რუსეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, სამივე მათგანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 6 ადგილიანი თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა.

ნატალია ფილევა მდიდარი რუსი ქალების რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებდა, მისი ქონება 600 მლნ $-ად არის შეფასებული.