წიწიბურა ყაბაყით

წიწიბურა ყაბაყით

მომზადების დრო: 20 წუთი

ულუფა: 3

ინგრედიენტები

წიწიბურა - 1 ჭიქა

ხახვი - 2 თავი

ყაბაყი - 1 ცალი

ქონდარი - 0,5 ჩ/კ

კარაქი - 1 ს/კ

ზეთი - 3 ს/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

მოხარშეთ წიწიბურა. ხახვი დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ ცხიმის ნაზავში.

დაჭერით ყაბაყი პატარა კუბიკებად და დაუმატეთ ხახვს, ხრაკეთ 5 წუთის განმავლობაში.

მოაყარეთ ხმელი ქონდარი.

ბოსტნეულს დაუმატეთ წიწიბურა, რამდენიმე წუთი ყველაფერი ერთად მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ გემოვნებით მარილი და წიწაკა.