ნამცხვარი ჯემი

ნამცხვარი ჯემი

ინგრედიენტები

კარაქი - 500 გ

შაქრის ფხვნილი - 2 ჩ/ჭ

კვერცხი - 5 ცალი

ფქვილი

სოდა - 1 ჩ/კ

ძმარი - 1 ს/კ

ჯემი, ნებისმიერი - გემოვნებით

მარილი - მწიკვი

ვანილი - 1 ცალი

მომზადების წესები

500 გრ კარაქი ავურიოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ 5 კვერცხის გული.

სოდა-გახსნილი ძმარში, ცოტა მარილი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი.

გავყოთ სამ ნაწილად ( ორი დიდი, ერთი პატარა) და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.

ორ ფენას წავუსვათ ჯემი და შევაერთოთ. მესამე ფენა დავფშვნათ და ზემოდან მოვაყაროთ.