მოგბეზრდათ ერთფეროვნება? მოამზადეთ სადილად სოკოს ფრიკადელები

მოგბეზრდათ ერთფეროვნება? მოამზადეთ სადილად სოკოს ფრიკადელები

ინგრედიენტები

კარტოფილი - 5 ცალი

ქამა სოკო - 500 გ

ფქვილი - 5 ს/კ

ზეთი - 2-3 ს/კ

კამა - 0,5 კონა

მარილი - 0,5-1 ჩ/კ

მომზადების წესები

კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. შემდეგ გაფცქვენით. დაჭერით ქამა სოკო და მოხრაკეთ ტაფაზე 2 ს/კ ზეთში, საშუალო ცეცხლზე 15 წუთი.

კამა დაჭერით წმინდად.

მოხრაკული სოკო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ კარტოფილი და კარგად აურიეთ.

დაუმატეთ დაჭრილი კამა, ფქვილი და ყველაფერი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დესერტის კოვზით და სველი ხელებით გააკეთეთ ფრიკადელები და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთი ადუღებულ წყალში. როცა ბურთები ზედაპირზე ამოვა, ამოიღეთ.

სოკოს ფრიკადელები სუფრასთან ბოსტნეულთან ან ნებისმიერ სოუსთან ერთად მიიტანეთ!