ბოსტნეულის რაგუ შემწვარი კარტოფილით

ბოსტნეულის რაგუ შემწვარი კარტოფილით

მომზადების დრო: 35 წუთი

ულუფა: 2

ინგრედიენტები

ტკბილი წიწაკა - 2-3 ცალი

ბადრიჯანი - 2 ცალი

სტაფილო - 1 ცალი

ხახვი - 4 თავი

ნიორი - 3 კბილი

კარტოფილი - 3 ცალი

მარილი და პილპილი

ზეთი

ოხრახუში - 1 პატარა კონა

მომზადების წესები

წიწაკა და ბადრიჯანი კუბებად დავჭრათ, ხახვი – ალყა-ალყა. ნიორი და მწვანილი ავკეპოთ, სტაფილო მსხვილად გავხეხოთ.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავყაროთ ხახვი და სტაფილო. როცა ხახვი გამჭვირვალე გახდება და სტაფილო ფერს შეიცვლის, დავუმატოთ წიწაკა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვშუშოთ. ცალკე შევწვათ ბადრიჯანი და მწვანილსა და ნიორთან ერთად შევურიოთ მოშუშულ ბოსტნეულს. შევანელოთ მარილითა და პილპილით. კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ ფიგურული დანით და შევწვათ ზეთში. ბოსტნეულის რაგუ მივირთვათ კარტოფილთან ერთად.