აშშ და NATO რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებენ

აშშ და NATO რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებენ

ვაშინგტონი NATO-სთან ერთად რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, მისი თქმით, სანქციები რუსეთის უკრაინაში აქტიურობას უკავშირდება. სანციები სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოცხადდება.

პომპეოს თქმით სანქციების მიზანია პასუხი გაეცეს იმას, რასაც რუსეთი ყირიმში და აზოვის ზღვაში აკეთებს, კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარება იგეგმება, სახელმწიფო მდივანს არ დაუკონკრეტებია.

15 მარტს აშშ-მ, კანადამ და ევროკავშირმა უკვე დაუწესეს ახალი შეზღუდვები რუსეთს მიერ ყირიმის ანექსიის 5 წლისთავთან და ქერჩის ყურის ინციდენტთან დაკავშირებით, როცა 2018 წლის ნოემბერში რუსეთმა უკრაინელი მეზღვაურები დააკავა,