საქონლის ხორცი სიცილიურად

საქონლის ხორცი სიცილიურად

მომზადების დრო: 3 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

მოგრძო პომიდორი - 12 ცალი

ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ

მარილი და პილპილი

ნედლი ქონდარი - პატარა კონა

საქონლის ჩალაღაჯი - 1,5 კგ

პრასი - წვრილად დაჭრილი, 1/2 ჭიქა

ხახვი - 1 თავი

ნიორი - 4 კბილი

ფქვილი - 2 ს/კ

მწვანე ზეთისხილი, უკურკო - 12 ცალი

წითელი წიწაკა, დაღერღილი - 1 ჩ/კ

წითელი ღვინო - 1 1/2 ჭიქა

საქონლის ხორცის ბულიონი - 1/2 ჭიქა

როზმარინის ფოთლები, ნედლი

კამა - 1 პატარა კონა

მომზადების წესები

ქვაბში მოვათავსოთ შუაზე გაჭრილი პამიდვრები, დავუმატოთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და მოვშუშოთ. დავუმატოთ ქონდარი და გავაგრძელოთ ხარშვა.

შემდეგ გადავიტანოთ ფოლგადაფენილ ტაფაზე კანით ქვემოთ. საშუალო

ცეცხლზე, გავაცხელოთ დარჩენილი ზეთი იმ ქვაბში, რომელშიც უნდა დავასრულოთ კერძის ხარშვა. ხორცი კარგად გავამშრალოთ ზედმტი წყლისგან და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ჩავყაროთ ქვაბში და შევწვათ ყვლა მხრიდან. ხორცს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, პრასი, დაღერღილი წიწაკა, როზმარინი, კამა, მარილი და პილპილი.

დავამატოთ ფქვილი, წითელი ღვინო და ხორცის ბულიონი და ამოვურიოთ, გადავაკრათ ქვაბს ფოლგა და შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 2 საათით, ხორცის ბოლომდე მოხარშვამდე. ასეევ ღუმელში ვგდამთ იმ ქვაბს, რომლშიც წინასწარ

პამიდვრები მოვამზადეთ. მომზადებული ხორცი თავის სოუსთან ერთად ამოვიღოთ ღრმა თეფშზე და ზემოდან მოვუწყოთ მოშუშული პომიდვრები.