ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ხუან გუაიდო ამბობს, რომ ვენესუელაში რუსი სამხედროების ჩასვლა ქვეყნის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
"როგორც ჩანს, ნიკოლას მადურო საკუთარ სამხედროებს არ ენდობა და სხვა ქვეყნის ჯარისკაცები ჩამოჰყავს, რაც ქვეყნის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა“, - განაცხადა მან.
მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთიდან ვენესუელაში ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლის ბორტზეც 100 რუსი სამხედრო იყო.