ლიეტუვაში ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსნები გაასამართლეს

ლიეტუვაში ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსნები გაასამართლეს

ლიეტუვაში, საბჭოთა კავშირის ყოფილ თავდაცვის მინისტრს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ვილნიუსის სასამართლომ დიმიტრი იაზოვი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და სამხედრო დანაშაულებებში ცნო დამნაშავედ. სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მიხაილ გოლოვატოვს, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ოფიცერი იყო.

1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის სატელევიზიო ანძა და ტელეცენტრი დესანტებმა შტურმით აიღეს, რომლის დროსაც 14 ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტი კი დაიჭრა. მომხდარი ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღდგენას უძღოდა წინ.

საბჭოთა აგრესიის განხორციელებაში ბრალი აქვს წაყენებული რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის 67 მოქალაქეს აქვს.