მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსეს და რომის პაპ ფრანცისკეს წერილი მისწერა და მათ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ესპანელებმა კოლონიალიზმის პერიოდის დროს ჩაიდინეს.
„ხდებოდა მასობრივი მკვლელობები. ე.წ. დაპყრობა ჯვრითა და მახვილით ხდებოდა. მათ თავიანთი ეკლესიები ადგილობრივ ტაძრებზე ააშენეს“, - აცხადებს ლოპესი.
ესპანეთში გმობენ 500 წლის წინ ჩადენილ დანაშაულს აბორიგენი მოსახლეობის მიმართ, თუმცა ძველ საუკუნეში მომხდარი შემთხვევების შეფასება თანამედროვე სტანდარტებით არ მიაჩნიათ მართებულად.
ესპანელებმა, რომელთა სათავეშიც ერნან კორტესი იდგა, თანამედროვე მექსიკის ტერიტორია 1519-1521 წლებში დაიპყრეს.