ქართველებისა და უცხოელების ხელჩართული ჩხუბი - ინდოელმა ბიჭმა ქართველ გოგოს სავარაუდოდ ფერადი ფხვნილი შეაყარა

ქართველებისა და უცხოელების ხელჩართული ჩხუბი - ინდოელმა ბიჭმა ქართველ გოგოს სავარაუდოდ ფერადი ფხვნილი შეაყარა

23 მარტს მთაწმინდის პარკში ფერების ფესტივალზე ქართველებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის მასობრივი ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

სოციალურ ქსელში სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ნაჩვენებია როგორ დაიწყო დაპრისიპირება.

"პრაიმტაიმი" მთაწმინდის პარკის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ კონფლიქტის პროვოცირება სავარაუდოდ ქართველების მხრიდან მოხდა, თუმცა სიტუაცია დაცვის სამსახურის დროული ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით ინდოელმა ბიჭმა ქართველ გოგოს თვალებში ფერადი ფხვნილი შეაყარა, რამაც მეგობრის გაღიზიანება გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.