"სერბეთს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა არ სურს“, - ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი სერბეთისთვის ერთადერთი არჩევანია. ამ საკითხზე საუბრისას პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება არც სერბ ხალხს სურს. ნატოს წევრობაზე უარის თქმის მიზეზად ბელგრადში 1999 წლის ივნისში მომხდარ მოვლენებსა და ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვას ასახელებენ.
ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე თავდაცვის მინისტრმაც ილაპარაკა. ალექსანდრ ვულინის თქმით, სერბეთი ნატოს წევრი არასდროს გახდება. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებების პარალელურად, სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქუჩაში გასული მოსახლეობა მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.