ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა ჩავარდა. რაკეტა ქალაქ ქფარ საბას ჩრდილოეთ ნაწილში საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ახალშობილია. დაბომბვის შემდეგ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაინგრა.
ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ისრაელში ამბობენ, რომ კონფლიქტის ისტორიაში აღნიშნულმა რაკეტამ სავარაუდოდ ყველაზე დიდ მანძილზე იფრინა. 2014 წლის ღაზას ომის დროს არაბული სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ ყველაზე შორს თელ ავივამდე მიაღწია.