გადადგება თუ არა ტერეზა მეი პარლამენტის მიერ BREXIT-ის შეთახმების მხარდაჭერის სანაცვლოდ

გადადგება თუ არა ტერეზა მეი პარლამენტის მიერ BREXIT-ის შეთახმების მხარდაჭერის სანაცვლოდ

BREXIT-ის შეთახმებასთან დაკავშირებით რიგით მესამე კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს. შეთანხმებას მორიგი ჩავარდნა ემუქრება, თუმცა, პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ, შესაძლოა, ბრექსითის გარიგების საკუთარ ვარიანტთან დაკავშირებით პარლამენტართა მხარდაჭერა მოიპოვოს, თუ ის პოსტის დატოვების პირობას დადებს და კონკრეტულ თარიღს დაასახელებს.

კონსერვატიული პარტიის წევრების ნაწილის განცხადებით, თუ პარლამენტარები დარწმუნებული იქნებიან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე ტერეზა მეი ხელისუფლების სათავეში აღარ იქნება, მათ შესაძლოა შეთანხმებას მხარი დაუჭირონ.

პარალელურად 23 მარტს, ლონდონში BREXIT-ის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, ბრექსითის მოწინააღმდეგეთა მილიონიანი აქცია გაიმართა.