ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან გაუშვა. რომელიც ასევე კორეის შრომის პარტიიდან გარიცხეს.
გამოცემა dailynk-ის ცნობით ფოტოგრაფის დასჯის მიზეზი პროტოკოლის დარღვევა გახდა. მან კიმ ჩენ ინს ფოტო ორი მეტრის დაშორებიდან გადაუღო.
ფოტოგრაფი სურათის გადაღების დროს ასევე გაჩერდა კიმის პირდაპირ და შეკრებილი საზოგადოება მას სამი წამის განმავლობაში ვერ ხედავდა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ფოტოგრაფმა ეს სპეციალურად გააკეთა, რითაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ზარალი მიადგა.