ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი დაერქვა

ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი დაერქვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი ეწოდება.

„ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურსულთანი“, - ნათქვამია განკარგულებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა.

20 მარტს ყაზახეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია КазТАГ-მა გაავრცელა.