ევაკუაცია ახალ ზელანდიაში. ქალაქ ველინგტონში 15 მარტის ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციამ ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
კონცერტი ერთ-ერთ პარკში იყო დაგეგმილი. ადგილობრივები განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა სცენამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს.
ევაკუაციიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მოქალაქეებს ფესტივალის ტერიტორიაზე დაბრუნების ნება დართო. განგაშის მიზეზი უცნობია.
დღესვე სისხლიანი თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ახალ ზელანდიაში მეჩეთი გაიხსნა.
ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაში ბრალი 28 ბრენტონ ტარანტს ედება.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში, 18 მარტს, ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.