ივანიშვილი თუ არ ახსენეთ, თქვენი ლიდერი შეიძლება გაგიჟდეს

ივანიშვილი თუ არ ახსენეთ, თქვენი ლიდერი შეიძლება გაგიჟდეს

თქვენი მიზანია პოლიტიკური განცხადებების კეთება, სადაც ყოველ მეხუთე, მეექვსე წინადადებაში აუცილებლად უნდა ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თუ გამოგრჩათ, მერე თქვენი ლიდერი რას იზამს ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება გაგიჟდეს და თქვენ ამას ვეღარ გადაიტანთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას„ნაციონალურ მოძრაობას".

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პიარკამპანია უწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა განმარტოს, რეალურად რასთანაა საქმე.

„ნაციონალურ მოძრაობას" მივმართავ, თქვენი მიზანი დღეს არ იყო პასუხების მოსმენა, რეალობის აღქმა და რა თქმა უნდა, საზოგადოებისათვის ამის გადაცემაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თქვენი მიზანია პოლიტიკური განცხადებების კეთება, სადაც ყოველ მეხუთე, მეექვსე წინადადებაში აუცილებლად უნდა ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თუ გამოგრჩათ, მერე თქვენი ლიდერი რას იზამს ნამდვილად რა ვიცი, შეიძლება გაგიჟდეს და თქვენ ამას ვეღარ გადაიტანთ, მაგრამ რეალურად, თქვენ საქმეზე აღარასდროს ლაპარაკობთ, იმიტომ, რომ საქმეზე ლაპარაკის დროს უტრირებთ, იმიტომ, რომ ხელს უწყობთ დანაშაულს თქვენი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით.

როდესაც საუბრობდით იმაზე, რა მოხდა, მას რა რეაგირება მოჰყვა, ამაზე არ საუბრობთ. მე მოგიწოდებთ, რომ ცოტა მაინც დაიცვათ ობიექტურობა. ეს თქვენ ამომრჩევლებთან მაინც გამოგადგებათ და სუბიექტური ინტერესი მაინც იქნებ იყოს თქვენი ქმედების განმსაზღვრელი", - განაცხადა მდინარაძემ.