სოსო მანჯავიძე: შეუფასებელია ის ზიანი, რაც სოროსის ფონდმა დასავლეთის იმიჯს მიაყენა საქართველოში

სოსო მანჯავიძე: შეუფასებელია ის ზიანი, რაც სოროსის ფონდმა დასავლეთის იმიჯს მიაყენა საქართველოში

საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე თავის facebook-გვერდზე გადაცემა „42 პარალელში“ გამართულ დისკუსიას ეხმაურება, სადაც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი სტუმრობდა.

„პირველად მოხდა, რომ მეინსტრიმულ ქართულ მედიაში ლიბერალიზმის წმინდა ძროხას - „სოროსის ფონდს“, ანუ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კრიტიკულად შეეხნენ. თან უბრალოდ კი არ შეეხნენ, „42 პარალელში“ მოწვეულ სოროსის ფონდის ხელმძღვანელს ისეთი მუშტრა მოუწყვეს წამყვანებმა, რომ ეს უკანასკნელი უადგილოდ იცინოდა, ასევე, უადგილოდ და ამაოდ ცდილობდა, ყველა ჩაეხშო და მონოლოგის რეჟიმში გადაეყვანა დისკუსია, თან ვერ ელეოდა უაპელაციო ბრალდებების ჩვევას, რაც კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა მას.

ეს ბრალდებები არამარტო საქართველოს მოიცავდა.

ქალბატონმა ქეთევანმა არც ტრამპი და ფარანჯი დაინდო.

ერთს, მისი თქმით, გაპრეზიდენტებაში რუსეთი „წაეხმარა“, ხოლო მეორემ ასევე რუსეთის დახმარებით მოახერხა ბრექსიტის მოწყობა.

ტყუილებისა და თავხედობების განხილვაში ნამდვილად ვერ შევალ, არც ხალისია ამისთვის და არც დრო.

შეუფასებელია ის ზიანი, რაც სოროსის მიერ დაფინანსებულმა ფონდებმა დასავლეთის იმიჯს მიაყენა საქართველოში.

კიდევ კარგად ვართ, როცა ეს გაუნათლებელი, ანგაჟირებული ადამიანები წყვეტენ ქვეყანაში, რა არის კარგი და რა - ცუდი, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე და ვინ - არა.

„42 პარალელის“ წამყვანების მიმართ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას.

მოგიწოდებთ, უყუროთ ამ გადაცემას“, - წერს მანჯავიძე.

გადაცემაში საუბარი იყო კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“, რომლის ავტორიც „მედიის განვითარების ფონდია“, ხოლო დამფინანსებელი „ღია საზოგადოების ფონდი“.

 

  

სოციალისტი ვაა? არ ველოდი ამ ადამიანისაგან! სოროსის ფონდია დასავლეთის ფეისიც და კეისიც! სხვანაირად როგორ იქნებოდა?!
6 წლის უკან
trampi მარტო სოროსმა არა........ საკაშვილი.... ნაცები...... ასოები.... ნავარო.... ბრაიზა და რამდენი მაგნაირები.??..მაგათ ყველამ ერთად ააფეთქა საქართველოში წლობით დაგროვებული დასავლეთის დიდებული ავტორიტეტი, ( მართლა ძაან რომ შევნატროდით) ...
მერე იტყვიან რუსეთიო ....... რუსი რა გიჟია,ზედმეტად თავი აიტკიოოს? ესენი ისედაც იმათ საკეთებელს აკეთებენ და ისინი რა გიჟები არიან ფულები ხარჯოონ? ..ის დგაას და პირდაღებული გველოდება ყბაში როდის ჩაუვარდებით....
არადა ესენი საქმით მართლა რუსეთისკენ მიგვერეკებიან......თუმცა კი ნატოს ,,კარებთან ვართ,,
6 წლის უკან