„გირჩი დაკავებულია უზნეობით“

„გირჩი დაკავებულია უზნეობით“

ინფორმაცია, რომ კულუარულად ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რელიგიურ კონფენსიებთან შეესაბამება სიცრუეს-ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა "2020NEWS“-სთან შაუბარში განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, ის მართლაც შეხვდა რელიგიის სააგენტოს, თუმცა ეს თვითონ სააგენტოს ინიციატივით მოხდა.

„გირჩი დაკავებულია უზნეობით. მიუხედავად იმისა ,რომ სამხედრო საკითხზე ჩვენ მართლაც შეგვეძლო გვემსჯელა კონსტრუქციულად ზურა ჯაფარიძე და მისი წარმომადგენლები არიან უზრდელობით დაკავებულები და თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ, მე არაფერი არ დამიმალავს. სამი დღის წინათ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან შეხვედრა ჰქონდა რელიგიის სააგენტოს, შეხვედრის დასრულების შემდეგ , შევხვდი მათ და ვისსჯელეთ ჩემს მიერ ინიცირებულ საკითხებზე.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ , რომ ყველა იქ მყოფმა კრიტიკულად შეაფასა ბიბლიური თავისუფლების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან არაკეთილსინდისიერად თავის დაღწევა. შეხვედრაზე უფრო მოდერატორი ვიყავი, ვიდრე მათი გენერატორი. ვიმსჯელეთ , თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს საკითხი ისე, რომ შეღავათის კეთილსინდისიერად მოსარგებლე კონფესიებს არ შეექმნას პრობლემა, რაზეც თვითონ არიან დაინტერესებულნი და "გირჩის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კულუარულად ვაწარმოებ რაიმე მოლაპარაკებებს შეესაბამება სიცრუეს, ასე რომ, მე არ ვაწარმოებ ფარულ მოლაპარაკებებს, მავნებლობა კი "გირჩმა" თავისთან მოიკითხოს.“-განაცხადა სესიაშვილმა.

„რაც შეეხება მათ განცხადებას საპატრიარქოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს საპატრიარქოა ჩართული ჩემთან მოლაპარაკებებში და ეს ინიციატივა საპტრიარქოს ინიციატიივით ხდება , ეს არის ჯაფარიძის მცდელობა, რომ თავი უფრო აქტუალურად წარმოაჩინოს.“-აღნიშნა სესიაშვილმა.

მე კვლავაც გავაგრძელებ კონფენსიებთან შეხვედრებს , სამხედრო სამსახურის თემის კონსტრუქციულად მოსაგვარებლად,- ირაკლი სესიაშვილი

შეგახსენებთ, ბიბლიურმა თავისუფლებამ ირაკლი სესიაშვილი, სააპატრიარქოსთან და სხვა რელიგიურ კონფენციებთან კულუარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა.