ბიგ ბენის აღდგენითი სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ლონდონის სახელგანთქმული საათის გამოსახულება ლურჯი ფერის იქნება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
საათის ციფერბლატები და გამოსახულება ლურჯი ფერის 4 სხვადასხვა ჩრდილს შეიცავდა 1930 წლამდე, როდესაც საათი პირველად შავად შეღებეს.
2021 წლამდე ბიგ-ბენი იშვიათი გამონაკლების გარდა არ იმუშავებს.
საათების მთავარი მცველის, სტივ ჯაგზის განცხადებით, სამუშაოების შედეგად განხორციელდება ბიგ-ბენის და ელისაბედ პირველის კოშკის რეკონსტრუქცია, რომელიც 1859 წელს აშენდა.
ბიგ-ბენი სარემონტოდ 2017 წლის აგვისტოში დაკეტეს.