ბრაზილიის 37-ე პრეზიდენტი, მიშელ ტემერი დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ტემერი კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების გამო აიყვანეს სამართალდამცველებმა.
მიშელ ტემერმა ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი 2016 წლის აგვისტოში, დილმა რუსელფის იმპიჩმენტის შემდეგ დაიკავა. თავად ტემერი იანვარში ჟაირ ბოლსონარომ ჩაანაცვლა.
ბრაზილიის 37-ე პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.