21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა „ჭრელი წინდების“ კამპანია #წინდამინდა რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვა და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში წვლილის შეტანაა. 2019 წლის მსოფლიო გზავნილს: „არავინ დატოვო...მიღმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ.