სოფელ კიბეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შიდა სასოფლო გზის 1 კილომეტრიანი მონაკვეთი არმირებული ბეტონის საფარით მოეწყო. ობიექტზე სამუშაოები შპს „ნომიგიამ“ შეასრულა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 71 380 ლარი გამოიყო.