ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ხატია თებიძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები, სოლო მომღერლები და პოეტები.
2017 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ხატიამ ორივე ფეხი დაკარგა. მისი ორთოპედიული მკურნალობა მოითხოვს დიდ თანხებს, თანხის ნაწილი ოჯახმა კეთილი ადამიანების თანადგომით შეაგროვა. 26 მარტს ხატია მიემგზავრება ქალაქ მოსკოვში ოტობოკის კლინიკაში, რათა გააგრძელოს მკურნალობა.
კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა ხატია თებიძის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა.
საქველმოქმედო კონცერტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ილია ნაკაშიძის ინიციატივითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისა და ახალგაზრდობის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.