,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში კრებები ჩატარდება. მოსახლეობა მერის მიერ შექმნილ 5 სამუშაო ჯგუფთნ ერთად, თვითონ დაგეგმავს პროექტებს საკუთარი სოფლისათვის. სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტებულია მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებით და თნამშრომლებით, ჯგუფებში ასევე ჩართული იქნებიან აჭარის არ მთავრობის წარმომადგენლები. პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია, თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება. სოფლის კრებები ხელვაჩურში მიმდინარე წლის 23 მარტს დაიწყება და 02 აპრილს დასრულდება.