"შინდისში ტაძარი კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და დღემდე არსად უხსენებია"

8 მარტს ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე "შინდისი" სიუჟეტი გაავრცელა, რომელსაც დღემდე რეკორდული რაოდენობით ნახვა აქვს. ფილმად ქცეულ რეალური ამბავზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე შეიქმნა.

პროექტის ავტორი და "შინდისის" ერთ-ერთ პროდიუსერი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი ამბობს, რომ მისი იდეის მიმართ "პოლიტიკოსებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ".

"დღეს შინდისში არსებობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენი პროექტის მეშვეობით ბატონმა კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და ეს დღემდე არსად უხსენებია. სხვა პოლიტიკური პარტიები ჩადიან და იქიდან ბრიფინგებს მართავენ, თუმცა, კახის ერთხელაც არ უკადრებია იქ ჩასულიყო და ეთქვა, ეს ტაძარი მე ავაშენეო. ტაძარი ისე გაიხსნა, რომ საქართველოში არავინ იცის, ის ვინ ააგებინა. ჩემთვის ქველმოქმედება ეს არის", - ამბობს "გზასთან" ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი.