“გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე!”

“გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე!”

“გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე რეცეპტი“ – ასე მიმართა იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ევროპული საქართველოს” წევრს, გიგა ბოკერიას პარლამენტის ტრიბუნიდან.

„თავს იმართლებდა ყველა, რომ რუსეთთან თქვენ 2011 წელს დავა საბოლოო გადაწყვეტილებით წააგეთ და ბატონმა გიგა ბოკერიამ მითხრა გუშინ, მოგიტან რეცეპტს, როგორ შეატრიალო ეს დავაო, მაშინ, როცა მე ვუთხარი, რომ მე მაქვს ჩემი სტრატეგია. გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე რეცეპტი. ბატონო გიგა, მოგესალმებით, რომ მოხვედით. მომიტანეთ რეცეპტი, როგორ უნდა შემოვატრიალო 2011 წელს თქვენ მიერ წაგებული დავა? არ მომიტანა გიგა ბოკერიამ რეცეპტი იმიტომ, რომ არ მაქვს. არადა კულიჩის რეცეპტს არ გთხოვდით. გთხოვდით რუსეთთან ბრძოლის ეფექტურ რეცეპტს, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმდნენ.